კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონებში პურის მწარმოებლები გაზს განსხვავებული ტარიფით მიიღებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2022

2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.

,,სოკარში“, რომელიც გაზით რეგიონებს ამარაგებს, ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მასობრივი პურის მწარმოებლებისათვის ტარიფი შეღავათიანი იქნება და მათ გაზი 1.15 თეთრად მიეწოდებათ.

რაც შეეხება დედაქალაქის გაზგამანაწილებელ ,,თბილისი ენერჯის“, მისი კომერციული დირექტორი, ედიშერ ხორავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას მსგავსი შეღავათის დაწესების საშუალება არ აქვს. შესაძლებლობისთანავე კი, ამას სიამოვნებით გააკეთებენ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სუბსიდირების საკითხი სახელმწიფოსგან, ედიშერ ხორავა ამბობს, რომ ამ ეტაპამდე მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა კომპანია მიესალმება მსგავს გადაწყვეტილებებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია