კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2025 წლიდან კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება – მინისტრი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
საუბარია გერმანულ KTQ-ს სტანდარტზე, რომელიც კლინიკებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ენიჭებათ.

“აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს”,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია