კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„კავკასიის ლამაზმანი“ – ჟურნალი „Biograph“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2022

ჟურნალი „Biograph“-ში ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მარტინა განჩევას სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მარტინა განჩევა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს. სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.
ჟურნალ „Biograph“-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ივნისის თვეში ეწვია.
ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში“ –
ნათქვამია ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია