კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 1990-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის აგრძელებდა მოღვაწეობას დაავადებათა კონტროლის დირექტორის პოზიციაზე. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება კონკრეტული სსიპ-ის მოვალეობის შემსრულებელი”, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება გამყრელიძის წასვლის მიზეზს, მინისტრის თქმით, ის პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას.

“დღეს რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ამ თანამდებობაზე ის აღარ გააგრძელებს მუშაობას და შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მომდევნო დღეებში მიმართავს. არ არის არანაირ კავშირში ან პანდემიამდე პერიოდთან, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას, ასპარეზს უთმობს სხვა ადამიანებს, ვინც გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის მენეჯმენტს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია