კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში მონაცემთა დაცვის უფასო სეზონური სკოლები მოეწყობა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2022

სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, ბიზნეს და საჯარო სექტორის ტექნიკური პერსონალის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და სექტორში პოლიტიკის შემქმნელებისთვის ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის, GDPR-ის უფასო სეზონური სკოლები მოეწყობა.

GDPR (General Data Protection Regulation), ანუ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია არის ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში მოქმედი კანონი მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ. პროექტი, რომლის სახელწოდებაც არის „Seasonal school of data protection based on EU practices“ (DataSecSchool), ასევე, უფასო ონლაინ ტრენინგ კურსების სერიას რეგიონების ფართო საზოგადოებისთვის შეიმუშავებს.

პროექტი ევროკავშირის ერაზმუს+ (Erasmus+) პროგრამის „ჟან მონე მოდულის“ კონკურსის ფარგლებში ფინანსდება და მას კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) და კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი (Caucasus Cyber Security Center) ერთობლივად განახორციელებენ.

„კიბერ უსაფრთხოების მიმართ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამახვილებული ყურადღების მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც აქტუალურია GDPR-თან დაკავშირებული გამოწვევები, როგორც ამ პროფილის სპეციალისტებში, ასევე, ჩვეულებრივ მომხმარებლებში,“ – აცხადებს პროექტის მთავარი მკვლევარი და უფროსი ლექტორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, მაქსიმ იავიჩი.

მისი თქმით, პროექტის სამიზნე აუდიტორიას მხოლოდ მასპინძელი უნივერსიტეტი არ წარმოადგენს. მისი მიზანია, მაქსიმალურად ფართოდ მოიცვას საქართველოში არსებული ინსტიტუციების პერსონალი და მასში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერება აამაღლოს. მსმენელებისთვის და სამიზნე აუდიტორიისთვის პროექტში მონაწილეობა უფასო იქნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია