კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2022

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული ბიზნესმენი, 34 წლის ლევან ბიძინაშვილი გაამართლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბიზნესმენი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ლევან ბიძინაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად და სასჯელის სახით, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ბრალდების მტკიცებით, 2021 წლის დეკემბერში თვეში, სოფელ ტიბაანის გზაზე მიმავალი ბიზნესმენი პოლიციას არ დაემორჩილა, ავტომანქანა არ გააჩერა და ის დევნის შემდეგ დააკავეს. გამოძიების მასალების თანახმად, ჩხრეკის დროს, ბიძინაშვილს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. თავად ბრალდებული გამოძიების ვერსიას არ იზიარებდა, ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ იარაღი ჩაუდეს.

მიზეზად, ის მეუღლის სახელზე იჯარით გაცემულ 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთით დაინტერესებას ასახელებდა. ბრალდების მხარე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სოფელ ტიბაანში მცხოვრებ ლევან ბიძინაშვილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 2012 წლიდან, რამდენიმე კომპანია აქვს დაფუძნებული. გამართლებული ბიზნესმენი ფლობს ბეტონისა და სამშენებლო ბლოკის ქარხნებს, მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროებს. მისი კომპანიები ხშირად მონაწილეობენ გამოცხადებულ ტენდერებში.

ნახეთ ამავე თემაზე მომზადებული მასალები:

 

აბსურდული მტკიცებულებები კახელი ბიზნესმენის დაპატიმრების საქმეში

,,ჩვენ ვიბრძვით შენით შთაგონებულები – უნდა ვუთხრათ უსამართლობას – არა!“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია