კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მეწარმეობის განვითარების სკოლა გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2022

მედია ცენტრი კახეთი MCK   ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის  მიზანია  მიკრომეწარმეობის პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით, მოწყვლად დასახლებებში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მეწარმეობის უნარების გაუმჯობესების გზით.

პროექტი მოიცავს შემდეგ პრიორიტეტებს: ეკონომიკური ზრდა: სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტურიზმი.

,,ამ მიზნით თელავში, მეწარმე ქალთა კლუბის ბაზაზე ამოქმედდება მეწარმეობის განვითარების სკოლა , რაც ხელს შეუწყობს  ქალი და ახალგაზრდა მეწარმეების ახალი ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, ცოდნის, რესურსებისა და გმოცდილების ურთერთ გაცვლების ორგანიზებას.

გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია: ქალების გაძლიერება მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა – მეწარმეობის ხელშემწყობი კლიმატისა და გარემოს შექმნის სტიმულირება რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზუნველყოფის გზით.

პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს გენდერული და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით ქალთა მხარდაჭერაზე. ამავე დროს, პროექტით უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი საზოგადოების ფართო სამოქალაქო ჩართულობა სამეწარმეო საკითხების ადვოკატირების გზით.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიკრო გრანტების გაცემა.

პროექტში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ კახეთის სასოფლო დასახლებებში მცხოვრებ ხანგრძლივად დაუსაქმებელ ქალებს, რომლებიც აწარმოებენ ნატურალურ პროდუქტებს და სურთ საკუთარი მეწარმეობის განვითარება; ახალგაზრდები 18 დან 30 წლამდე, რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო უნარების გამოყენების გამოცდილება სასოფლო მეურნეობებში და მეწარმეობით დაინტერესებული მოსწავლეები 14 დაბ 18 მდე, რომლებიც დახმარებას უწევენ საკუთარ ოჯახებს საოჯახო მეურნეობებში”,-აცხადებს მედია ცენტრი კახეთის დირექტორი მაია მამულაშვილი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს  2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მედია ცენტრი კახეთი“ MCK „მეწარმე ქალთა კლუბისა“ და მედია გამოცემა „კახეთის ხმასთან“ პარტნიორობით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია