კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ღვინის დღეების” ფესტივალის ფარგლებში თელავში ღონისძიებები გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.

საფესტივალო ტერიტორიები სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოეწყობა, სადაც მსურველები გაეცნობიან და დააგემოვნებენ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებიან 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებენ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებენ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.

ფესტივალის ფარგლებში კახეთის მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები გაიმართება. სხვადასხვა სახის აქტივობა თელავში 9 ოქტომბერს გაიმართება.

პროგრამა:
თელავი/ერეკლე მეფის სასახლის ეზო
15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
15:00–15:30 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 ღვინით ხატვის მასტერკლასები.
16:30–17:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 კერამიკის მოხატვის მასტერკლასები.
15:00–20:00 ექსკურსიები თელავის მარნებში.
15:00–20:00 ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
16:00–17:00 ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით.
17:00–18:00 მუსიკალური პროგრამა „ბალადა და ღვინო“ – ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი.
18:30–19:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
20:00 დასკვნითი გალა კონცერტი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია