კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კელი დეგნანი – ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2022

არ მსურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია იმის დანახვა, რა ხდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებასთან და ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ისინი ითანამშრომლებენ მათთან.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან და მეორე მხრივ კი განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და სხვა პირებისგან აშშ-სა და საქართველოსა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება, თუმცა სიმართლე არის ის, რომ შეერთებული შტატები 30 წელია საქართველოს განვითარებაში ეხმარება.

„ყოველთვის მსურს ფაქტებით ვისაუბრო, რადგან ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია არსებობს და ფაქტი ის არის, რომ 30 წელია აშშ ერთგულია , დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, აშშ ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში. 30 წელია აშშ ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ისე რომ, ქართველ ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ ეს ქვეყანა უფრო ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატიისკენ მიემართება“, – აღნიშნა ელჩმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია