კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2023

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და თელავის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.

უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი თელავის „საქმიან ეზოში” დასაწყობდა, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდება

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია