კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაიცანით ახალგაზრდა ლაგოდეხიდან, რომელიც ოჯახის შესანახად სიმღერით ითხოვს დახმარებას

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2023

ლაგოდეხში მცხოვრები 36 წლის ახალგაზრდა გიორგი ჯაჯანაშილი, ოჯახის და დედის შესანახად მღერის და დახმარებას ასე ითხოვს.

ოჯახის ახლობლების და მეგობრების თქმით, გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან წერა-კითხვა არ იცის, ძალიან უყვარს სიმღერა, სასურველ სიმღერებს ხშირად უსმენს, იზეპირებს და შემდეგ თავად მღერის. გიორგის მეგობარი, ნიკა გოგოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მათ დახმარება ესაჭიროებათ.

,,გიორგის რთული საცხოვრებელი პირობები აქვს, ის დედასთან ერთად ცხოვრობს და ცხილობს ყველაფერში დაეხმაროს. ძალიან კეთილი და თბილია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც არაფერში ყოფნით. ამიტომ გიორგი დედის დასახმარებლად სხვადასხვა მარკეტებთან, თავშეყრის ადგილებში თავის საყვარელ სიმღერებს მღერის და ასე ითხოვს მოწყალებას”,- განუცხადა Knews.ge-ს ოჯახის ახლობელმა და ქველმოქმედმა ნიკა გოგოლაძემ.

ნიკა ამბობს, რომ გიორგიმ წერა-კითხვა არ იცის, თუმცა ეს საყვარელი სიმღერების ტექსტების დაზეპირებაში ხელს არ უშლის. მიის განმარტებით, სიმღერა იდეალურად გამოსდის და ის ლაგოდეხში ყველას უყვარს.

,,სიმღერის ტექსტებს იზეპირებს და შემდეგ ისე მღერის, თან შემოსავლის წყაროა ეს მისთვის და თან დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებს სიმღერა. მისი ერთადერთი სურვილია იყოს კარგად და ბედნიერად”,- აცხადებს ნიკა.

ნიკა გოგოლაძე გარდა იმისა, რომ გიორგის მეგობარია, ის ასევე ქველმოქმედიც არის. მისი თქმით, გიორგის ორ დღეში დაბადების აქვს და მისთვის მცირე ღონისძიების მოსაწყობად და მის გასახარებლად თანხის შეგროვების კამპანია წამოიწყო.

,,20 მარტს გიორგი 36 წლის ხდება, გვინდა ეს დღე გავულამაზოთ, შევუგროვოთ ფული, შევკრიბოთ ადამიანები ვისაც გიორგი უყვარს და დაბადების დღე გავულამაზოთ. დაგეგმილი გვაქვს გიორგის მცირე კონცერტის ჩატარება. ამ დროისთვის მოგროვილი გვაქვს 300 ლარი, თუმცა კიდევ გვჭირდება თანხა”,- აცხადებს ნიკა გოგოლაძე.

გიორგის დასახმარებლად და დაბადების დღის გასალამაზებლად, მსურველებს თანხის დარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია