გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ არაერთხელ იყო მოთავსებული.
სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.