აჭარა
მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარების მიზნით სამინისტრო კონკურსს აცხადებს
განათლება
წყარო:
http://batumelebi.netgazeti.ge /
ბათუმელები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
14 მარტი 2019
საქართველოს განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამინისტროს ცნობით, პროგრამა ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე:
მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა
პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა
გაანალიზება და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღება
შემდგომი განათლების მიღების სტიმულირება
პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა
საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება
საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან ერთად უნდა შეიმუშავონ და სამინისტროში წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საკონკურსო განაცხადის ფორმა და ასევე დანართი (ბიუჯეტი)
შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია
პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან გაფორმებული მემორანდუმები
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.