აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამინისტრო: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე გავა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019
რამდენიმე წუთის წინ  განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განცხადება გააკეთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების თაობაზე. მისი თქმით,  კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო,  განმეორებით კენჭისყრაზე გავა. ზედგინიძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გავა  გამოცდების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა დასძინა რომ მისი ხელმეორედ გატანა კენჭისყრაზე, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება. „პრობლემა ბავშვებს არ შეექმნებათ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული კანონის პროექტი გავა. ისევ დაჩქარებული წესით მოხდება განხილვა, უახლოეს მომავალში“,- განაცხადა მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დღეს, 5 აპრილს. სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს პარლამენტმა დღეს უყარა კენჭი, საკითხი ჩავარდა. მოგვიანებით, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ დარბაზში ხმაურის გამო ვერ გაიგეს, რა საკითხს ეყრებოდა კენჭი და ამან გამოწვია ის შედეგი, რაც დადგა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია