აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად ნათია ფურცელაძე დასახელდა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2019
დღეს, 12 აპრილს, განათლების სამინისტრომ კონკურსის  – „2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად“ ნათია ფურცელაძე დაასახელა, რომელიც სკოლა „ქორალის“ პედაგოგია. გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალური ჯილდო – ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა. ნათია ფურცელაძე 2017 წელს წარდგენილი იყო მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა 5 საუკეთესო მონაწილე. „კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისთვისაც“, რომელთაც  განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პროექტის მხარდამჭერები არიან: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია, კომპანია „Ici Paris”-ი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებული ნათია ფურცელაძე გახდა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია