აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2019
დღეს, 2 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან,  რომელთა და-ძმაც სწავლობს იმ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის საჭიროა  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე“.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია