აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ, წაშალონ ან დაამატონ საგანი და აირჩიონ შემოქმედებითი ტური. „მაგალითად, თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც. მაგალითად, ქართულად ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.“ ცენტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპის ანუ 7 მაისის შემდეგ, საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. „რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია