აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი გუშინ, 26 მაისს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე შეასრულებს. როგორც ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობას კანონმდებლობის მიხედვით ასრულებს. ახალი მინისტრი კი ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირველი მოადგილე გახდეს მინისტრი, ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან საუბარი არ ჰქონია. ინგა შამილიშვილი 26 მაისს თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან დამოუკიდებლობის დღეზე რუსული დელეგაციის მოწვევის გამო გაათავისუფლა. ღონისძიებაში მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში რუსული დროშები ააფრიალეს. ამავე თემაზე: რუსული დროშის გამო აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს