აჭარა
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები იწყება
განათლება
წყარო:
http://batumelebi.netgazeti.ge /
ბათუმელები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ივნისი 2019
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 17 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა.
სამინისტროში არ აკონკრეტებენ, არჩევნები ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდება, თუ ეტაპობრივად. ამ თემაზე განცხადებას სამინისტრო ხვალ, 4 ივნისს, გააკეთებს.
სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს და სხვა. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს 3 წლის ვადით ირჩევენ.
სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი იხილეთ აქ.