ხვალ, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, გელათის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელსაც თანამსახურებას გაუწევენ: მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ყოვლადუსამღვდელოესი ორსკისა და გაიის ეპისკოპოსი ირინეოსი (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია).
ღვთისმსახურება დაიწყება 9:00 საათზე.