ქუთაისის ნაგავსაყრელი მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი ხდება. მოსახლეობა დახმარებას ახლა უკვე პრემიერ- მინისტრს სთხოვს. მათი განცხადებით, ღამის საათებში საშინელი სუნი,კვამლი ახლომდებარე ბინებში შედის. ადგილობრივ მთავრობას დახმარება რამდენჯერმე სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.
ყველა იძახის არ იწვებაო. ახლა ვიდეო კადრები გადავიღეთ და დავრწმუნდით, რომ გვახრჩობენ- აცხადებს მოსახლეობა . თუ ვინ დაეხმარება მათ პრობლემის მოგვარებაში, მომდევნო მასალაში გახდება ცნობილი.