კონტროლმოშლილი უწყება ქუთაისის მერიაში, სადაც თანამშრომლები სამუშაო საათებში კერძო საქმიანობით არიან დაკავებულნი, ზოგი კი საერთოდ არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურისა და ქუთაისის საკრებულოს კონტროლის მექანიზმები საერთოდ აღარ უკონტროლოა.
kutaisitoday.com–ი აგრძელებს რუბრიკას: ,,დანაშაული სახელმწიფოს სახელით“ . ამჯერად სამუშაო საათებში ქუთაისის მერიასა და საკრებულოში არსებულ მდგომარეობას შემოგთავაზებთ.
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძისა და ქუთაისის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის მაია სვინტრაძის საქმიანობით ამდრომდე არც ერთი სამსახური არ დაინტერესებულა იურისტები, რომლებიც საჯარო მოხელეებია, სამუშაო საათების დროს კერძო საადვოკატო საქმიანობით არიან დაკავებული, ისინი დღის განმავლობაში რამდენიმე პირს ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში იცავენ, ხელფასთან ერთად კი საადვოკატო მომსახურებაში სოლიდურ თანხებს ღებულობენ. ინფორმაციას ფლობენ სახელმწიფო სამსახურების მაკონტროლებელი უწყებები, რომლებმაც რეაგირებისა და სახელმწიფო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიასა და ქუთაისის უმოქმედო მერს უკვე მისცეს.
kutaisitoday.com-ი აღნიშნულ მასალას კვლავ დაუბრუნდება და საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებით მასალას შესთავაზებს.