ქუთაისში, 35-ე საჯარო სკოლა ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. სკოლა მდინარე ოღასკურას მიმდებარე ტერიტორიაზეა, რომელიც წვიმის გამო ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
სკოლაში პედაგოგების და მოსწავლეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი სასწავლო დაწესებულებიდან მაშველების დახმარებით გამოიყვანეს.