იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაავადებული საქონლის რძის პროდუქტები ქუთაისის და თბილისის ბაზრებში იგზავნება, საშიშია თუ არა ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ?

სოფლის მეურნეობა
წყარო:  Kutaisi Today / http://kutaisitoday.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2018

kutaisitoday.com-ი ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, კერძოდ, სოფელ მუაშსა და სასაში, სადაც მოსახლეობის უმეტოსობას პირუტყვი დაუწყდა. მათი მშველელი არავინაა, ადგილობრივი ვეტერინარი კი ვერ ფლობს სათანადო პრაქტიკას თუ როგორ უნდა უმკურნალონ პირუტყვს.

ჩვენ მოსახლეობას დავუსვით შეკითხვა ხდება თუ არა საქონლის დანომვრა და გეგმიური აცრები. მათი განცხადებით აქ ყველა ყველას ნათესავია, საქონლის უმეტესობა დაუნომრავია და მათ არანაირი ვაქცინაცია არ უტარდებათ. ამ დრომდე დაავადებული საქონლის რძე, ყველი და სხვადასხვა რძის პროდუქტები ძირითადად ქუთაისსა და თბილისში იგზავნება, ხოლო დაუნომრავი საქონელი კი სასაკლაოებზე ისე იკვლება, რომ არავინ კითხულობს მის ვარგისიანობას.

ადგილობრივი გლეხის განმარტებით, საქონელს მკერდისა და ზურგის არეში მასიურად შეენიშნება დაჩირქებები და გამონაყარი.

გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ჩავა თუ არა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი აღნიშნულ სოფლებში საქონლის დასანომრად და მიეცემა თუ არა შესაბამისი რეაგირება ადგილობრივ ვეტერინარს,სავარაუდოდ შესაბამისისი სამსახურისათვის შეუტყობინებლობისათვის, რამაც შესაძლოა მასიური ეპიდემია გამოწვიოს, მასალის გასვლის შემდეგ იქნება ცნობილი. აღნიშნულ თემას ჩვენი სააგენტო კვლავ დაუბრუნდება

ჩვენი ინფორმაციით ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტის დაავადება ვრცელდება მწერის ნაკბენით და ახასიათებს კვანძოვანი გამონაყარი კანზე.

ტრადიციულად გვხვდება აფრიკაში, თუმცა ახლა უკვე გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებში.

რატომ არის საშიში ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი?

ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA), ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ექსპერტთა ჯგუფმა დაავადების მახასიათებლების შესახებ განაცხადა, რომ ნოდულარული დერმატიტს ახასიათებს მნიშვნელოვანი დანაკარგები, განსაკუთრებით მოუმზადებელი (აუცრელი) და ახალგაზრდა პირუტყვის შემთხვევაში ქრონიკული ფიზიკური სისუსტის, ცოცხალი წონის და რძის შემცირებული რაოდენობის, უნაყოფობის, აბორტის და სიკვდილიანობის გამო, თუმცა დაავადება არ არის გადამდები ადამიანებისთვის. ფაქტებზე დაყრდნობით, დაავადებული პირუტყვის დაახლოებით ნახევარს უვითარდება დაზიანებები კანზე, თუმცა იმ ცხოველების სისხლში, რომლებსაც არ აღენიშნებათ დაზიანებები, შეიძლება იყოს ვირუსი და ისინი შეიძლება იყვნენ მისი გადამტანები.

9

დაავადების კლინიკური ჩვენებებია:

• კვანძები შეშუპებით, სისხლდენით, ვასკულიტით და ნეკროზით;
• ლიმფური კვანძების გაფართოება ლიმფოიდების ზრდით, შეშუპებით, ჰიპერემიით და ჰემორაგიით;
• გამონაყარის ტიპის დაზიანებები, ლორწოვან გარსზე, მომნელებელ და სასუნთქ სისტემებში;
• ფილტვების შეშუპება;
• პლევრიტი, მედიასტალური ლიმფური კვანძების გაფართოებით;
• სინოვიტები და ტენდოსინოვიტები ფიბრინით სინოვიალურ სითხეში

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია