შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელ უცხოელებს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2020

15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელ უცხოელებს, PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მიიღეს.

„15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება იქონიონ 72 - საათიანი PCR ტესტი, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ კოლეგებთან და პარტიორებთან, ჩვენი მოქალაქეების და სტუმრების ჯანმრთელობაც დავაზღვიოთ.

ეს გადაწყვეტილება ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაუწესდებათ მსგავსი თხოვნა 15 სექტემბრიდან“,-განაცხადა პრემიერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია