შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიუჯეტიდან 623 მილიონ ლარამდე საგარეო ვალის მომსახურებისათვის დაიხარჯა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 სექტემბერი 2020

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში მთავრობამ საგარეო ვალის დაფარვის მიზნით ბიუჯეტიდან  623 მილიონ ლარამდე თანხა დახარჯა. 

სახელმფიფო დოკუმენტის თანახმად, მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 2020 წლის 2 კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 622,817.0 ათასი ლარი, მათ შორის 454,327.1 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 168,490.0 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.

2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 18,010.1 მლნ ლარია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია