შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საუბნო კომისიებში ნეიტრალური წევრები "ქართული ოცნების" პარტიული ნიშნით ირჩევა - გიგა შუშანია

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2020

საუბნო კომისიებში ნეიტრალური წევრები "ქართული ოცნების" პარტიული ნიშნით ირჩევა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ განაცხადა. მისი თქმით,  კომისიის წევრები რეალურად "სუსის" მიერ შერჩეული პირები არიან.

 "არსებული კონკურსი არის ბლეფი, ამის დასტურადაც ამ მაქვს  კომისიის წევრების სია, რომელიც  წინასწარ არის შედგენილი. მოვითხოვთ,  "სუსის" მიერ შერჩეული ადამიანები კომისიებში არ ჩასვან"-აცხადებს გიგა შუშანია.

მისი თქმით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის სხდომაის დატოვებას აპირებენ.

ბრალდებას არ იზიარებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ კომისიის წევრები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია