შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“კლინიკა ბომონდში”11 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 7 ბავშვი შეიყვანეს

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.

პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალიც.

11 პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

“კლინიკა ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი ერთი კორპუსი გამოიყო.

აღნიშნულ კორპუსს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი ემსახურება. კლინიკის სხვა ნაწილში გეგმიური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შემოსული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია