შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობის 27% განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ყველაზე დიდი პრობლემებად ონლაინ სწავლების სირთულეებს ასახელებს

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის 27% განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ყველაზე დიდი პრობლემებად, ონლაინ სწავლების სირთულეებს ასახელებს, 22%  - მასწავლებლების/ლექტორების კვალიფიკაციას.

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია