შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში მამია ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ნოემბერი 2020

ქუთაისში გრძელდება საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება მამია ასათიანის ქუჩასაც. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე გაკეთდა ახალი სანიაღვრეები, მოეწყო ტროტუარები, იგება ასფალტის საფარი. სამუშაო პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მოინახულა.

„მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული ტიპის შეზღუდვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული ფირმა „გზამშენი 21“ ასრულებს, რისთვისაც 325 000 ლარია გამოყოფილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია