შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტორპედოს" ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ნოემბერი 2020

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის ინფორმაციით, ვირუსი სულ 12 ფეხბურთელს ქონდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, სხვები იზოლაციაში არიან. კორონავირუსის გამო კლუბმა რამდენიმე თამაში გააუქმა.

"ხუთ ფეხბურთეს ქონდა და ორი უკვე გამოჯანმრთელდა.  ბოლო ტესტებით ვირუსი დაუდგინდა 7 ფეხბურთელს. ისინი იზოლაციაში არიან. ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე, ინფიცირებული იყვნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. დისტანციურად ვმუშაობთ, გაგვიუქმდა ორი თამაში. ბათუმის გუნდი ჩამოსული იყო და მოუხდათ გაბრუნება"-განაცხადა პაპუნა მელაძემ.

მისი თქმით, უცნობია, ინფიცირების წყარო, რადგან სხვადასხვა ლოკაციაზე იყვენენ და არ იციან,  სად შეიძლება მომხდარიყო დაინფიცირება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია