შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ათდღიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოშია.

პომპეოს თვითმფრინავი "ბოინგ 757" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 19:35 წუთზე დაეშვა.

მას დახვდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე. მაიკ პომპეო აეროპორტიდან სასტუმროში გაემგზავრა.

56 წლის დიპლომატი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. პირველ შეხვედრას ის სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, შემდეგ კი სახელმწიფო კანცერარიაში პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც პომპეო მართლმსაჯულებასა და კანონიერებაზე ისაუბრებს. ის ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორეს შეხვდება.

საქართველოში მაიკ პომპეო თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც ოფიციალურ პირებს არ შეხვედრია. თბილისიდან ის საუდის არაბეთში, შემდეგ კი ისრაელში მიემგზავრება.

როგორც ცნობილია, მაიკ პომპეო საქართველოში მედიას და ოპოზიციას არ შეხვდება, ვიზიტის შესახებ ის "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია