შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ადმინისტრატორი გარდაიცვალა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2020

კორონავირუსს ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის ადმინისტრატორი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ვასილ ფხაკაძე გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.

მის გარდაცვალებას მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. 

"არც კი ვიცი, რა ვთქვა, როგორ მოგეფერო, როგორ დაგიტირო, როგორ გამოგემშვიდობო! შენ ხომ ყველას დარდი გულთან მიგქონდა, გვერდით ედექი ყველას გაჭირვებაში, როგორც შეგეძლო. როგორ გიყვარდა შენი ქალაქი, ქალაქელები, თეატრი და ვერც წარმოგედგინა ამათ გარეშე ყოფნა. მთელი ცხოვრება თეატრს შეწირე და არც გიფიქრია, თეატრის გარდა სადმე წასვლა. ვერც ჩვენ წარმოგვედგინა ეს ქალაქი და თეატრი შენს გარეშე, იმდენად მისი ნაწილი იყავი. მხიარულო, თბილო, მოსიყვარულე ვასო (ბიძი) როგორ ყველას გვატკინა გული შენმა წასვლამ მეგობარო ! გვაპატიე, რომ ისეთ პატივი ვერ გეცით, როგორსაც იმსახურებდი", - წერს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

 საქართველოში,  26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 778  შემთხვევაა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია