შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რემდესევირის" ადრეულ ეტაპზე მკურნალობაში ჩართვამ, შესაძლოა, დადებითი ეფექტი გამოიღოს - ზურაბ გურული

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2020

 
"რემდესევირი" - ეს ძვირადღირებული მედიკამენტი არ ამცირებს სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში, თუმცა, ადრეულ ეტაპზე მისმა ჩართვამ მკურნალობაში შესაძლოა გარკვეული დადებითი ეფექტი გამოიღოს. ამის შესახებ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს. 
 
"რემდესევირი პოლიტიკური წამალიცაა, ისევე როგორც პლაქვენილი!- ეს არის ფაქტი. და ამ ფაქტის გააზრებისათვის საჭიროა ორი რამ:
1. სამედიცინო სტატიებთან ერთად მსოფლიო პოლიტიკისათვის თვალყურის მიდევნება;
2. უშუალო კლინიკური გამოცდილება.
 
გუშინ, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს არის ძვირადღირებული ექსპერიმენტი, სამწუხაროდ.
ამერიკაში ამ წამლის ფასს პაციენტი არ იხდის!
ამ მედიკამენტის ფასს, ისევე როგორც კოვიდის მკურნალობის სრულ ხარჯებს, ამერიკაში იხდის მთავრობა.
ამიტომ მათ აქვთ ამის ფუფუნება.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა პანელმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ კოვიდის სამკურნალოდ რემდესევირი არ წარმოადგენს არსებითად ღირებულ საშუალებას, რადგან ის არ ცვლის სიკვდილიანობის კოეფიციენტს და არ ამცირებს უმძიმესი პაციენტების მართვით სუნთქვაზე გადაყვანის შანსებს.
 
არადა, ეს ეწერა სიტყვა-სიტყვით რემდესევირის შესახებ არსებულ კვლევაში. უბრალოდ, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ნებით თუ უნებლიეთ დამოკიდებულმა სპეციალისტებმა წაიკითხეს სასურველი კონტექსტით.
 
ქართულ ჯანდაცვას ამჟამად კლინიკებში სჭირდება სტანდარტული მედიკამენტების ადექვატური მარაგები, გამართული და კარგად აღჭურვილი ჰოსპიტალური სექტორი; გამოცდილი ექთნები მძიმე პაციენტების კარგად მოსავლელად და იღბალი.
 
P.S. რემდესევირმა, შესაძლოა, მაინც იპოვოს თავისი მართებული ადგილი კოვიდის მკურნალობაში. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საბოლოოდ დაზუსტდება მკურნალობის სტადიების სქემები და ზუსტად გვეცოდინება რომელი მედიკამენტი რომელ ეტაპზე ჩავრთოთ. მანამდე კი, აჯობებს მივდიოთ კლასიკურ კლინიკურ ლოგიკას", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.
 
 შეგახსებნებთ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, კოვიდინფიცირებული  თენგიზ ცერცვაძეის მკურნალობაში "რემდესივერი"  გამოიყენეს.  თენგიზ ცერცვაძე  საქართველოში პრეპარატის "რემდესივერი" შემოტანის მომხრე იყო. მისი თქმით,  ამ დროისათვის ეს პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალო ყველაზე საიმედო საშუალებაა. 
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია