შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2021

უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხებზე. უკრაინის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მხარეებმა რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია