შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცვლილებები "ევროპულ საქართველოში" - ვინ დარჩა და ვინ წავიდა პარტიიდან?

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2021

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

პარტიის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი გახდა,  საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად გიორგი კანდელაკი  კანდიდატურა დასახელდა.

პარტიის გენერალური მდივანი კი აკაკი ბობოხიძე იქნება. პარტიაში რჩება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ოთო კახიძე. ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია. სამაგიეროდ,  "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნება  სერგი კაპანაძე, როგირც ის აცხადებს, მხოლოდ პარტიის მხარდამჭერად რჩება.

ყრილობის პარალელურად პარტია გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს.

მათი განცხადებით, პარტიას ტოვებენ, თუმცა პოლიტიკას არა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად ფორმას გამონახავენ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია