შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩინური ვაქცინები დაბალეფექტურია - გაო ფუ

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2021

ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე შეიძინა და დაასაწყობა, აღმოჩნდა, რომ უვარგისია -, ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გაო ფუს განცხადებით, მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალეფექტურია. ამიტომაც, ეფექტურობის გასაზრდელად მათ კომბინირებაზე ფიქრობენ. 

მისივე თქმით, განიხილება დოზების და აცრებს შორის შუალედის შეცვლის საკითხიც.

გაო ფუს კითხვის ნიშნები აქვს იმ ტექნოლოგიების მიმართაც, რომელიც ამერიკული "მოდერნას" და "ფაიზერის" ვაქცინების შექმნისას გამოიყენეს. ამერიკული ვაქცინების ეფექტურობა 95%-ია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთმა მისი ვაქცინების დაბალეფექტურობა აღიარა. პრესკონფერენციის შემდეგ, ჩინეთმა ამ ინფორმაციის გავრცელების დაბლოკვა დაიწყო. შემდეგ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა გაზეთმა "გლობალ თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, სდაც გაო ფუ ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.

ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევების მიხედვით, სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა 50.4%-ია, ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით კი, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეს ეფექტურობა 54%-ს შეადგენს.

ჩინური სინოფარმის ვაქცინების ეფექტურობა 79.3% და 72.5%-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი 50%-ია.

საქართველომ უკვე შეიძინა სინოფარმის ვაქცინის 100 ათასი დოზა. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაივლის ავტორიზაციას.

ქვეყანამ საჩუქრად მიიღო სინოვაკის ვაქცინის 100 ათასი დოზაც.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია