შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლების მუშაობაში სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან - განათლების სამინისტრო

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2021

სკოლების მუშაობაში სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან - ამის შესახებ ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე 28 კვალიფიციური მუშაკია შერჩეული.

კერძოდ, საქართველოს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში, აპრილიდან განაწილდება.

კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა.  შედეგად,  საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სოციალური მუშაკები აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში. კერძოდ, სოციალური მუშაკები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებსა და ოჯახებში, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია