შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გელათში აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში შენახვის ნაცვლად კვლავ მიწით დაფარეს - გიგა შუშანია

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აპრილი 2021

"ნაციონალური მოძრაობა" გელათში აღმოჩენილი არტეფაქტების განადგურების საფრთხეზე საუბრობს. როგორც ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია აცხადებს, აღმოჩენილი მასალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვლავ მიწით დაიფარა.

მისი თქმით, ხელისუფლება სათანადოდ არ უფრთხილდება უნიკალურ ძეგლებს და მიზეზად თანხის არარსებობას ასახელებს.

შუშანიას თქმით, აღმოჩენილი არტეფაქტები მუზეუმში უნდა შეენახათ.

გიგა შუშანია ასევე გამოეხმაურა კულტურის მინისტრის ქუთაისში ყოფნას და განაცხადა, რომ თეა წულუკიანი გელათში არ მივიდა და ძეგლის მდგომარეობას ადგილზე არ გაეცნო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია