შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერაბ კვიცარიძეს ქართული კულტურის ამაგდარის და "გულამის" აკადემიკოსის წოდება მიენიჭა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აპრილი 2021

ქუთაისის საკრებულოს წევრს მერაბ კვიცარეიძეს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია "გულამის" პრეზიდენტმა, ნაირა მარშანიამ აკადემიკოსის წოდება გადასცა.
ამავე ღონისძიებაზე მერაბ კვიცარიძეს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება და ისრაელის საპატიო სიგელი მიენიჭა.
ქართულ-ებრაულ  ურთიერთობებს მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ქუთაისის ადმინისტაციულ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდი "გულთა კავშირის" პრეზიდენტი, რობერტ ადარი (აჯიაშვილი) სტუმრობდა.  შეხვედრას ასევე  საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი და რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, დავით შემოქმედელი ესწრებოდნენ.
  
ღონისძიებაზე ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდის "გულთა კავშირის" წევრები გახდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერის წარმომადგენელი ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგა ციბაძე და ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე.
 
 ქუთაისის "ნიღბების თეატრში" გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ვალი"გაიმართა, რომელშიც ავტოქარხანაში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლის მონაწილე ახალგაზრდები ასევე ფონდ "გულთა კავშირის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გახდნენ.
ამავე შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამაზ ჩხიკვაძეს 
ნიკო ნიკოლაძის პრემია გადასცა.
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია