იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯანმომ "სინოფარმი“ გადაუდებელი გამოყენებისათვის დაამტკიცა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება ჯანმოს დირექტორმა გამოაცხადა.

"ამ გადაწყვეტილებიოთ ეს ვაქცინა რიგით მეექვსეა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან უსაფრთხოების, დაცულობისა და ხარისხის კუთხით ვალიდურობა მიიღო.  ამ გზით ფართოვდება ვაქცინების სია  "კოვაქს" პლატფორმაზე.

სახელმწიფოებს აძლევს რწმენას, დააჩქარონ თავიანთ ქვეყნებში მარეგულირებული ორაგნოების მიერ ვაქცინის დამტკიცების პროცესი და იმპორტი. იმუნიზაციის ექსპერტთა სტარტეგიულმა ჯგუფმა ასევე გადახედა ხელმისაწვდომ მონაცემებს და რეკომენდაციას იძლევა გამოიყენონ ვაქცინის 2 დოზა, 18 წლიდან ზევით. ვაქცინა რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან იარაღად, მაგრამ ახლა ვაქცინის რაოდენობა და მიწოდება არასაკმარისია," - განაცხადა ჯანდაცბის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა 18 წელს გადაცილებულ პირებს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" აცრის საშუალება მიეცათ. საჯაროდ აიცრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.  

"სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია