იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სრული სიმართლე ნამახვანჰესზე" - კომპანია საინფორმაციო კამპანიას ააქტიურებს

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2021

 

ნამოხვანჰესის მოწინაარმდეგეების უწყვეტი პროტერტის და 23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციის პარალელურად ჰესის მშენებელმა  კომნპანიამ  საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება დაიწყო. 

კომპანიის განცხადებით,  ENKA არ არის თურქული კომპანია - არამედ დაფუძნებულია ნორვეგიელი და თურქი ინვესტორების მიერ.

რაც შეეხება უშუალოს "ნამახვანჰესის" პროექტს, დეველოპერმა ENKA Renewables-მა 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითების გაქარწყლებას მნიშვნელოვანი არგუმენტებით ცდილობს. 

1.     კომპანიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის მშენებლობისას დასაქმებულთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქე იქნება, ENKA ირწმუნება, რომ ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია მათი გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზეც.

2.     ENKA Renewables-ს ინფორმაციით თანახმად, კომპანიამ ჰესის მიკრიკლიმატზე გავლენის შესახებ კვლევა ფრანგულ TerraClima-ს კდაუკვეთა და მეცნიერული დასკვნის თანახმად, პროექტის განხორციელება იმერეთის მიკროკლიმატის ზონაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

3.     ENKA-ს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის იმპორტი უფრო მომგებიანია ვიდრე ადგილობრივი გამომუშავება სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტების მიხედვით ირკვევა, რომ ამჟამად, პიკურ საათებში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარებისას იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება 7.8-დან 13 ცენტამდე. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის პროექტი განხორციელდება, ტარფი 15 წლის განმავლობაში 6.2 %-ით განისაზღვრება.

4.     ცნობილია, რომ ხელშეკრულება ნამახვანჰესის პროექტის შესახებ საჯაროა და არ არის გასაიდუმლოებული. შესაბამისად, ყველა მსურველს საშუალება აქვს ჰესის მშენებლობის პირობებს და სხვა დეტალებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებსაიტზე გაეცნოს.

5.     ENKA-ს განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ კომპანიას არ ჩაუტარებია შესაბამისი კვლევები პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით. არსებობს 59 სრულფასოვანი კვლევა, რომელთა უმეტესობაც საერთაშორისო ექსპერტების მიერაა ჩატარებული.

6.     კონტრაქტის მიხედვით ირკვევა, რომ ნამახვანჰესის პროექტზე დასაქმებულებიდან 80%-ი ქართველი იქნება, რაც დაახლოებით 1600-ი მოქალაქის დასაქმებას ნიშნავს.

7.     ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი მშენებლობის წინააღმდეგ არის ის, რომ რიონის ხეობა სრულად თურქებზე გაიყიდა. რეალურად საერთაშორისო კონსორციუმს, ხეობის მხოლოდ 2.9 %-ი გადაეცა, ეს არის ის ნაწილი, რომელიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად.

8.     ENKA-ს განმარტებით, კომპანია 2017 წლიდან აწარმოებდა ადგილობრივებთან კომუნიკაციას, ნორვეგიელი სოციალური საკითხების მართვის ჯგუფის საშუალებით.

9.     ცნობილია ისიც, რომ კომპანიას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. პირობების თანახმად ENKA-ს აქვს უფლება დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები და ვალდებულება, რომ პროცესში წარადგინოს კვლევები ძირითად ნაგებობებზე. მას შემდეგ რაც ეს კვლევები დადასტურდება კომპანიას ეძლევა უფლება სამუშაოების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

10.  საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის კაშხალი ვერ გაუძლებს ბუნებრივ მოვლენებს, მაგალითად მიწისძვრას და შედეგად დაიტბორება ქუთაისი და დასავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტები. რეალურად იგეგმება ბეტონის გრავიტაციული კაშხლის მშენებლობა, რომლის ჩამონგრევის ალბათობაც, ფაქტობრივად ნულს უდრის.

11.  გეგმის მიხედვით, რეზერვუარის პროექტი ლეჩხუმის არა 80%-ს, არამედ 0.2%-ს მოიცავს.

12.  ცნობილია ისიც, რომ სინამდვილეში კოლხური ზუთხი საპროექტო ტერიტორიაზე არ ხვდება, შესაბამისად, ნამახვანჰესის მშენებლობა სახეობის გადაშენებას ვერ გამოიწვევს.

13.  იმ არეალიდან, სადაც კაშხალი უნდა აშენდეს, გაცილებით შორსაა მეწყერსაშიში ზონაც, შესაბამისად მეწყერი კაშხლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია