იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა უნდა ვიცოდეთ იატაკის გათბობის შესახებ?

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2022

იატაკქვეშა გათბობა სახლში მეტი კომფორტის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რადგან ამ გზით მთელ სივრცეში სითბო გაცილებით ეფექტურად ნაწილდება. იატაკის გათბობა ეგრეთ წოდებულ რადიაციულ პრინციპს ეფუძნება, რადგან გამოყოფილი სითბო ქვევიდან ზევით ნაწილდება, რაც წყლის სისტემას მეტად დაბალ ტემპერატურაზე, ნაკლები დანახარჯებით, ამუშავებს.

იატაკის გათბობის სისტემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის იდეალურად მუშაობს ქვის იატაკების შემთხვევაში და თუ ზედაპირი ხით იფარება თბოგაცემა იკლებს. ასევე, ის ადგილები, სადაც მაცივრის დადგმას აპირებთ მილებისგან უნდა გაათავისუფლოთ.

 

რა უპირატესობა აქვს იატაკის გათბობას?

იატაკის გათბობის შემდეგი ტიპები არსებობს: ელექტრო სისტემაზე მომუშავე ტრადიციული, ღერძოვანი კაბელური და ინფრაწითელი, ასევე  ცენტრალური გათბობის სისტემაზე მომუშავე თბილი იატაკი. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს შორის თერმოინდუსტრია ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც იატაკის გათბობის სისტემების ყველაზე ხარისხიან ასორტიმენტს გთავაზობთ. ათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის ეკომეგობრული მიდგომები თქვენთვის ხელსაყრელი, ეკოლოგიურად სუფთა სისტემის შერჩევაში დაგეხმარებათ. მომხმარებელი თავად არეგულირებს სასურველ ტემპერატურას, რისი მიღწევის შემდგომაც სისტემა ავტომატურად ითიშება და დამატებით ეკონომიას განაპირობებს. თუ ტემპერატურის მარეგულირებელ თერმოსტატს ცალკეულ ოთახებში განვათავსებთ, სხვადასხვა ტემპერატურის შენარჩუნებასაც შევძლებთ.

იატაკის გათბობის დროს არ შრება ჰაერი, არ ხდება მტვრის ცირკულაცია და მიკრობების გამრავლება, ამიტომ მსგავსი ტიპის სისტემები ასთმიანი და ალერგიული ადამიანებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. ამასთან იატაკის გათბობა რადიატორებთან შედარებით უფრო ეკონომიურია და დიზაინერული თვალსაზრისითაც მეტად მომგებიანია.

ცენტრალური გათბობის სისტემაზე მომუშავე თბილი იატაკი სპეციალური მილებით იქმნება, რომელსაც 50 წლიანი გარანტია აქვს და მათი ამორტიზაცია მხოლოდ იატაკის მექანიკური დაზიანების გზით არის შესაძლებელი.

იატაკის გათბობა ნებისმიერი ოჯახისთვის კომფორტულ და სასიამოვნო სივრცეს ქმნის. თერმოინდუსტრიაში თითოეული პროდუქტის ხარისხი ISO სერტიფიკატით დასტურდება. კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდი კი გათბობის სისტემის სრულყოფილ და საიმედო მონტაჟზეა პასუხისმგებელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია