შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელის მერიაში 2020 წლის პოლიტიკური პიარ-გეგმა შეიმუშავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2020
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წევრებისთვის და თავმჯდომარისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რაშიც 2500 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ საუბარია იმ ხელშეკრულებაში, რომელიც შპს „პროფესიული სწავლების ცენტრ რედლაინსა“ და მერიას შორის გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ,,პროფესიული სწავლების ცენტრმა - რედლაინმა" მერიას შემდეგი სახის მომსახურება გაუწია: შეხვედრაზე შემუშავდა 2020 წლის სტრატეგია და პოლიტიკური პიარ-გეგმა, როგორც შიდა მუნიციპალური, ასევე მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით. გადაწყდა, რომ დაგეგმარება გაკეთდება ყოველი თვის მიხედვით. ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასწავლეს ლიდერების იმიჯის გამოკვეთა; სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება; ღონისძიებების დაგეგმვა; შიდა მუნიციპალური კომუნიკაციების სქემის შედგენა; ადგილობრივ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია