შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,წვეულების მეფე“ - ავთანდილ ტიტვინიძე გორიდან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2020
გორში მას ზედმეტი სახელით „წვეულების მეფედ’’ იცნობენ. სურს, ისეთი წვეულება გააკეთოს, ქალაქის ისტორიაში შევიდეს. 27 წლის ავთანდილ ტიტვინიძე 7 წელია ბავშვებს ართობს. ამბობს, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს. ამიტომ, ძირითადად 6-წლის ზევით ასაკის ბავშვებთან მუშაობს. ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის 45 წლის ქალის დაბადების დღის წაყვანა იყ. ახლა 80 წლის ასაკის ადამიანის დაბადების დღის წაყვანას აპირებს. აქვს ორი ჰობი - ერთი მოგზაურობა, მეორე ანიმატორობა. შემოვლილი აქვს 20 ქვეყანა. ,,როგორც ვიცი, მსოფლიოში 200 ქვეყანაა, ვეცდები ყველგან წავიდე“ - ამბობს ავთანდილ ტიტვინიძე. ყველა მოგზაურობიდან დაბრუნებისას არ რჩება იმის განცდა, რომ რაღაც დააკლდა. ყველანაირად ცდილობს, რომ ისიამოვნოს და მოგზაურობიდან შთაბეჭდილებებით აღსავე დაბრუნდეს, 7 წელია ბავშვთა გასართობ ცენტრ „kidsland’’-ში ანიმატორად მუშაობს. ,,როცა მუშაობა დავიწყე, თავიდან ჩემთვის ეს გასართობი იყო. ახლა უფრო სერიოზულად ვუდგები საქმეს და თან ანაზღაურებადია. ჩემთვის ეს საქმე არის სიამოვნება და მინდა, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდეს. ამიტომ, ვარ ძალიან მომთხოვნი, თუმცა ყველა თანამშრომელი მიყვარს“ - გვეუბნება ავთანდილ ტიტვინიძე. ,,ჩემთვის იყო შოკი, როდესაც დაიწყო
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია