შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის სტადიონის მთავარ მხაზველს დღეს ჯილდოს გადასცემენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2021
დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მთავარ მხაზველს ომარ ლალიანცს დააჯილდოვებენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტადიონის ადმინისტრაცია ავრცელებს. საფეხბურთო კლუბ ,,გორის ადმინისტრაციის ცნობით, ომარ ლალიანცი 1976 წლიდან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მხაზველად მუშაობს. 45 წელია მას, თითოული მატჩის წინ, მინდვრის მოწესრიგება ევალება. წელს სადიონზე მუშაობის 45 წელი შეუსრულდა. ომარ ლალიანცი 68 წლისაა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებისა და დაოჯახების შემდეგ, მეგობარი დასაქმებაში დაეხმარა და ასე შემორჩა 45 წელი "დილას" სტადიონის მხაზველად. "იმ წლებში, როცა მე სტადიონზე სამუშაოდ მოვედი, ადგილობრივ გუნდში სულ გორელი სპორტსმენები თამაშობდნენ, ახლა ცოტა სხვა რეალობაა, ბევრია ჩამოყვანილი ფეხბურთელი, უცხოელებიც, მათთან ურთიერთობა ენის ბარიერის გამო მიჭირს, თუმცა, გუნდი ერთი ოჯახია და ამდენი წელია, მე ამ ოჯახის წევრი ვარ." - ამბობს ომარ ლალიანცი. იყო შემთხვევა, როცა 11-მეტრიანის ნიშნულის დახაზვისას შეცდა. ,,როცა მსაჯმა გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ 11-ის ნაცვლად, 12 მეტრი იყო მონიშვნიდან კარამდე. ეს ხარვეზი ადვილად აღმოიფხვრა, მითუმეტეს, მაშინ "დილას" ფეხბურთელმა დანიშნული პენალტი სწორედ 12 მეტრიდან გაიტანა. გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, ასე ვთქვათ, ძველი დროიდან, როცა მეც უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მთავარი, რაც მინდა გითხრათ ისაა, რომ მიყვარს ჩემი საქმე და სანამ ჯანმრთლობა ამის შესაძლებლობას მომცემს, ვიმუშავებ იქ, სადაც ფაქტობრივად, ოჯახზე მეტი დრო მაქვს გატარებული." - აღნიშნავს იგი. საფეხბურთო კლუბ ,,გორის პრეს-სამსახურის ცნობით, ომარ ლალიანცს სტადიონის მოწესრიგება მხოლოდ შიდა ტურნირებზე, ან შიდა ჩემპიონატებზე არ უწევს. ,,2017 წელს გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს, თეგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის მთავარი მხაზველი ასევე ომარ ლალიანცი გახლდათ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სტადიონი კიდევ არაერთი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი იქნება, სადაც სტადიონზე თამაშის დაწყებამდე მთავარ შტრიხებს სწორედ ომარ ლალიანცი გაავლებს. მოგეხსენებათ, დღეს 18:00 საათზე, თეგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩი გაიმართება, სადაც გორის "დილა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე, დაგეგმილია ომარ ლალიანცის დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სტადიონის მთავარ მხაზველს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა. - აღნიშნულია კლუბ ,,გორის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია