შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლიეტუვას პრეზიდენტს ხურვალეთში არსებული სიტუაცია გააცნეს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2021
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის დროს, შედგა. ,,გაყოფილ სოფელ, დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება. პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით. - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირველო მისიის განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია