შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეზღუდვები გზებზე - ჩამონათვალი

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2022
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 24 საათის განმავლობაში მოხდება თოვლ მწმენდი მექანიზმებით გზის საფარის დასუფთავება, ტექნიკური მარილის მოყრა, რითაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების პირობების შენარჩუნება. რა თქმა უნდა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები. მოსახლეობას მოვუწოდებთ, ზამთრის პერიოდში და რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის საბურავებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას მოსახლეობას გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძემ რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია