შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უხვის ნალექის გამო შიდა ქართლის სოფლებში ტექნიკურ მარილს ყრიან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2022
შიდა ქართლის სოფლებში ინტენსიურად თოვს. განსაკუთრებით ხაშურის მუნიციპალიტეტში. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, დილიდან მობილიზებულია ა(ა)იპ "ხაშურსერვისის" შესაბამისი სამსახური. ,,ამ დროისთვის ტექნიკური მარილი მოყრილია ხაშურის ქუჩებში, სოფელ ბეკმის მისასვლელ გზაზე, ასევე ნარვანის ჩასასვლელთან. დიდთოვლობისგან გამოწვეული საგზაო შეფერხებების საწინააღმდეგო სამუშაოები გაგრძელდება. ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ეტაპობრივად განვაახლებთ. - აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია