შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაშურელ ლეილა ახალკაცს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ,,ექთნის ორდენი გადასცეს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2022
ხაშურელ ლეილა ახალკაცს, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქუჩაში ,,შემთხვევით შეხვდა, ხაშურის ევექსის კლინიკის თანამშრომელია. ის სამედინო სფეროში 49 წელია მუშაობს. 12 მაისს, ექთნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ექთნის ორდენით დააჯილოვეს. ჯილდო კლინიკამ გადასცა. ,,ევექსის კლინიკის თანამშრომლის დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია 17 მაისს ხაშურის ტელევიზია ,,ივერიამ გაავრცელა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ხაშურში მადლობის სათქმელად დახვდნენ, ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი ლელა გელაშვილი, ხაშურის პირველი სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი და სხვები დახვდნენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია